ავტორი:

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47.7% მხარს მმართველ პარტიას დაუჭერდა, "ნაცმოძრაობას" კი 25.2% - "ოცნების" კვლევის შედეგები

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47.7% მხარს მმართველ პარტიას დაუჭერდა, "ნაცმოძრაობას" კი 25.2% - "ოცნების" კვლევის შედეგები

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ჩატარებული შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%.

კვლევის შედეგები მმართველი გუნდის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს ხმას გამოკითხულთა 60.1% მისცემდა, ნიკა მელიას კი 29.2%.

„სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, სადაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79.2%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: „ქართული ოცნება“ - 47.4%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 25.2%; „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ 4.9%; „საქართველოსთვის“ - 4.7%; „მოქალაქეები“ - 3.2%; „ლელო“ - 2.4%; „პატრიოტთა ალიანსი: -1.9%; „ევროპული საქართველო“ -1.8%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1.7%; „გირჩი“ - 1.1%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0.7%; „ერთიანი საქართველო“ - 0.7%; სხვა პარტიები - 4.3%.

ამ მონაცემებით თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ 22 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ 12 მანდატი. „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ 2-2 მანდატი.

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში მაჟორიტარების ჩათვლით მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

ასევე წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე 60.1%; ნიკანორ მელია 29.2; სხვა კანდიდატები 10.7%.

როგორც ხედავთ კვლევის შედეგების მიხედვით კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთხელ გამხდარა. ასევე იმედი გვაქვს, შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც უსათუოდ ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცახდებად იქნება აღქმული“, - განაცხადა სარჯველაძემ.