ავტორი:

"სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

"სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.

„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.

მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დაკმაყოფილებული. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა გამყრელიძემ.