ავტორი:

"ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას" - პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატანა

"ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას" - პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატანა

ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ როგორც 2020 წელს, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული.

„მეკითხებიან, არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა.

ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!" - აცხადებს პრეზიდენტი.