ავტორი:

ცნობილი ქართველი მამები, რომლებსაც შვილი პანდემიის დროს შეეძინათ - ემოციური ფოტოები ოჯახური ალბომებიდან

ცნობილი ქართველი მამები, რომლებსაც შვილი პანდემიის დროს შეეძინათ - ემოციური ფოტოები ოჯახური ალბომებიდან

ისინი ცნობილი ქართველი მამები არიან და ყველა მათგანი აქტიურად არის შვილების აღზრდაში ჩართული. ბევრი მათგანი პანდემიის დროს გახდა მამა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულები და დაკავებულები არიან, შვილებისთვის ყოველთვის პოულობენ დროს.

გიორგი მახარაძე მამა 2021 წლის იანვარში გახდა. მეორე გოგონა, სახელად ნიკა, მსახიობს მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში შეეძინა. გიორგი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ აქტიურად არის პატარას მოვლაში ჩართული. გიორგის პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას საერთო შვილი შარშან, ივნისში შეეძინათ. ვაჟს ჯერი დაარქვეს. ილოსთვის ჯერი მესამე შვილია, მსახიობი ხშირად ასეირნებს პატარას მეუღლესთან ერთად და ანი ოჯახურ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მსახიობს პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს.

ვახო სანაიას პირველი ვაჟი - სანი სანაია მესამე ქორწინებაში შეეძინა. ჟურნალისტს წინა ქორწინებებიდან სამი გოგონა ჰყავს.

ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს საერთო შვილი ანა ჰყავთ. პროდიუსერი და ტელეწამყვანი ხშირად აქვეყნებს უმცროს ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და წყვილი პატარასთან ერთად მოგზაურობასაც არ ერიდება. ნოეს პირველი ორი ქორწინებიდან გოგონა და ვაჟი ჰყავს.

ანდრია გველესიანი ალექსანდრეს მამა 26 მაისს გახდა. ახალბედა მამა ხშირად ასეირნებს პატარას ბუნებაში. პირველი შვილი მომღერალმა ერთი თვის ასაკში მონათლა.

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე მშობლები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ გახდნენ. მსახიობმა პირველ შვილს სანი დაარქვა.

გიორგი ყიფშიძეს მესამე და მეოთხე შვილები, კოსმო და ლუნა, მესამე ქორწინებაში ანი გასოევთან შეეძინა. ორი ქორწინებიდან მსახიობს ორი შვილი უკვე ჰყავს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, პანდემია სწორად გამოიყენა და შვილების გაზრდაში ძალიან ეხმარება მეუღლეს.