ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ქალად დარჩა, მისი მნიშვნელობის გამო დავარქვი მის პირველ შვილთაშვილს მარიამი" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ქალად დარჩა, მისი მნიშვნელობის გამო დავარქვი მის პირველ შვილთაშვილს მარიამი" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ოჯახური ალბომიდან ფოტოს აქვეყნებს და ბავშვობის ემოციურ ამბებს იხსენებს:

"ბავშვობიდან მნიშვნელოვანი დღე იყო მარიამობა. 28 აგვისტოს საქარიქედში უნდა ჩასულიყო მარიამ მაჭავარიანის ოთხივე გოგო, 8 შვილიშვილით, 11 შვილთაშვილით. ასეთი იყო მარიამობის მთავარი წესი, რომელიც ძალიან დიდ სანათესავოს ერთმანეთს გვახვედრებდა.

თბილისიდან ჩამოსული ნათესავები განსაკუთრებით მიხაროდნენ. მათგან, რაღაც სხვანაირი სიახლე ჩამოდიოდა სოფელში, სადაც სამი თვე უკვე გატარებული მქონდა, ნანა და მარო ბებოსთან ერთად, რომელმაც 94 წლამდე იცოცხლა და გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მაინც მოახერხა ხაჭაპურის გაკეთება, რომელიც ყველს ვერასოდეს იტევდა.

ყველა ცრურწმენის ჯეროდა და ყოველ დღე ლოცულობდა. ერთ ქალზე იდგა მთელი ოჯახი. კაცი ოჯახის წევრებიც კი თვალებში უყურებდნენ. ყველაფერი ისე იყო როგორც ის იტყოდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ქალად სწორედ ის დარჩა. მისი მნიშვნელობის გამო დავარქვი მის პირველ შვილთაშვილს მარიამი.

საქარიქედში ვეღარ ვიკრიბებით, თუმცა ყველა ნათესავი, რომელსაც იმ ეზოში ურბენია ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანია.

ყოველ ჯერზე, როცა ცუდად ვარ, მამაჩემს ვურეკავ და ვეუბნები, რომ საქარიქედში სახლი უნდა გავაკეთო. არც ერთ ადგილთან იმხელა კავშირი არ მაქვს, როგორც ამ ეზოსთან, სადაც აუცილებლად შევიკრიბებით ნათესავები, რომელიღაც 28 აგვისტოს და დიასახლისი მე ვიქნები.

მარიამობას გილოცავთ".