ავტორი:

"ჩვენი საქციელით ღმერთი დაგვიფარავს, სიკვდილიანობის ის პროცენტი არ იქნება, რაც უნდა იყოს - ახლა ომში ვართ და ნუ გავიკვირვებთ, რა, სამწუხაროდ, ვკვდებით" - მეუფე იაკობი

"ჩვენი საქციელით ღმერთი დაგვიფარავს, სიკვდილიანობის ის პროცენტი არ იქნება, რაც უნდა იყოს - ახლა ომში ვართ და ნუ გავიკვირვებთ, რა, სამწუხაროდ, ვკვდებით" - მეუფე იაკობი

ჩვენი საქციელით ღმერთი დაგვიფარავს, სიკვდილიანობის ის პროცენტი არ იქნება, რაც უნდა იყოს - ახლა ომში ვართ და ნუ გავიკვირვებთ, რა, სამწუხაროდ, ვკვდებით“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბრძანა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, როგორც ომში არ იციან ვინ საიდან ისვრის ბომბს, ისე არ იციან, თუ ვის მიეკარება კორონავირუსი.

„მთავარია სიკვდილიანობა კატასტროფულ რაოდენობაზე არ ავიდეს. ძალიან ცუდია, რომ ადამიანის სიცოცხლეზე, პროცენტებზე საუბრობ. 3 მლნ 700 ათასი ვართ. ვნახავთ, ჩვენი საქციელით და ქცევით ღმერთი დაგვიფარავს. სიკვდილიანობის ის პროცენტი არ იქნება, რაც უნდა იყოს. ახლა ომში ვართ და ნუ გავიკვირვებთ, რა, სამწუხაროდ, ვკვდებით.

არავინ იცის, ვის საიდან გვესვრიან. როგორც ომში არ იციან ვინ საიდან ისვრის ბომბს, ისე არ იცი ვის მიეკარება ეს. ისეთი ვირუსია, ან უნდა შეგხვდეს და მოიხადო, ან პრევენცია უნდა გააკეთო. ამის გამო ნუ დავჭამთ საზოგადოება ერთმანეთს. ვისაც აცრა უნდა საკმარისი რაოდენობის არის და შემოიტანს სახელმწიფო.

მე მაინც ვფიქრობ, ისეთ ქვეყნებს დაარტყეს, ვისიც ეშინოდათ, ვისი წაქცევაც უნდოდათ. ვერ წაიქცევა ვერავინ, კაცობრიობა გამარჯვებულები და სულიერად ამაღლებულებიც გამოვალთ, ბევრ რამეს ვისწავლით. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთი კი არ უნდა ვჭამოთ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.