ავტორი:

მევენახე, რომელსაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, 1 ჰა-ზე 3000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს - რა ინფორმაციას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო

მევენახე, რომელსაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, 1 ჰა-ზე 3000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს - რა ინფორმაციას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო

"მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს - 80 თეთრად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად ჩააბარებენ, ხოლო მათ ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3000 ლარს მიიღებენ", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

„სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ.

ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება, საკოორდინაციო შტაბის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კომპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება, ჩავანაცვლოთ და სწორედ ამ მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბაღების აღდგენა მოხდება, სრული თანადაფინანსება იქნება ნერგების და თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე ამ სტიქიიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს - 80 თეთრად, 1 კგ საფერავს კი - 1 ლარად ჩააბარებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი ფირუზ იორამაშვილის განცხადებით, მას სეტყვის მოსვლიდან მეორე დღესვე მიეცა შესაძლებლობა, რომ კუთვნილი დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ყურძენი შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ ჩააბაროს.

სოფელ გავაზში ვენახების დაზიანების ხარისხი 70-90%-ის ფარგლებშია.

„ხელისუფლების წარმომადგენლები იმ დღესვე მოვიდნენ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას - რაც შეუძლიათ მაქსიმალურად გვეხმარებიან. დასეტყვილი მოსავლის იმავე დღეს ჩაბარების შესაძლებლობა მომეცა და თან დასეტყვილ რქაწითელში 80 თეთრს გვიხდიან, ნამდვილად არ ველოდი ამხელა ყურადღებას, დიდი მადლობა ხელისუფლებას მთელი სოფლისგან“, - აღნიშნა მევენახემ.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.