ავტორი:

"შენ გულთან ერთად ჩემი გულიც გაჩერდა, დე..." - კორონავირუსით სქემ-მონაზონი მართა გარდაიცვალა

"შენ გულთან ერთად ჩემი გულიც გაჩერდა, დე..." - კორონავირუსით სქემ-მონაზონი მართა გარდაიცვალა

კორონავირუსით სქემ-მონაზონი მართა (გვარამია) გარდაიცვალა. ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუის-ურბნისის ეპარქიის სქემ-მონაზონი რამდენიმე დღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

დედის გარდაცვალებას ასევე მონაზონი ვაჟი, მამა ელია სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი სიტყვებით ეხმაურება:

"შენ გულთან ერთად ჩემი გულიც გაჩერდა, დე...", - წერს მამა ელია.

სქემ-მონაზონის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სულიერი შვილები და ახლობლები ეხმაურებიან:

ანრი ჯოხაძე:

"დედა მართა დავკარგეთ. მაპატიე, რომ ვერ შევძელი შენი შველა. მამა ელია, თანაგიგრძნობ"

ჯინა კარტოზია:

"ჩემო საყვარელო დედაო, იცი როგორ დამწყვიტე გული? იმედი მქონდა, რომ უფალი გადაგარჩენდა. ეს რა გავიგე, არ მინდა დაჯერება. დედმამიშვილებში ყველაზე უმცროსი იყავი. გული მეწვის, დედაო, მარტო შენ გახსოვდა შენი ძმის ოჯახი და სულ ჩვენზე ლოცულობდი. სავადმყოფოდან დამირეკე, ვერ დამელაპარაკე და ხელი დამიქნიე. ის წუთები თვალებიდან არ ამოვა არასოდეს. უფალს ებარებოდე, დედაო მართა (ქეთინო), შენი დედა და ძმა იქ დაგხვდება. სადაცა მართალნი განისვენებენ. მუდამ მემახსოვრები, დედაო"