ავტორი:

ინფიცირების 2669 ახალი შემთხვევა და 76 გარდაცვლილი - როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

ინფიცირების 2669 ახალი შემთხვევა და 76 გარდაცვლილი - როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 217 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 027 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 190 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 543 118-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10 58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.15%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 482 732

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 251 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა - 385, იმერეთი - 327, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 247, მცხეთა-მთიანეთი - 75, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 245, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 168.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 700, აჭარაში - 162, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.

072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 379 - თბილისში, 1 115 - აჭარაში.

42 66 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 113 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 119, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 107 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 799 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 127, პირი, აჭარაში - 6 529, იმერეთში - 4 063.