ეზოსა და ბაღებში სულ უფრო აქტუალური ხდება დეკორატიული მცენარეები. ამჯერად ქვამოკლიტის შესახებ მოგითხრობთ, რომლის სამშობლო მექსიკაა, თუმცა დღეს ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც. ეზოებში მას ცოცხალ ღობედაც იყენებენ. უფრო ვრცლად, როგორი მრავლდება, როგორი პირობები მოსწონს, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მებაღე მაია ბიძინაშვილი გვესაუბრა.
- როგორ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება ქვამოკლიტი?
- ქვამოკლიტი ერთწლიანი, დეკორატიული ლიანა მცენარეა. მისი სამშობლო მექსიკაა. საქართველოში დიდი ხნის წინ გამოჩდა. ის სწრაფად იზრდება, ეხვევა საყრდენს და ძალიან ეფექტურია ბაღების, აივნების, ეზოების გასალამაზებლად. ბუმბულისმაგვარი ფოთლები და ვარსკვლავისებური ყვავილები ამშვენებს. საქართველოში ძირითადად შეხვდებით წითელ ყვავილიანს, თუმცა ვარდისფერი და თეთრი სახეობებიც არსებობს.
- როგორ ხდება მისი გამრავლება?
- გამრავლება ხდება თესლით. ყოველ წელს ახლიდან ითესება სასურველ ადგილზე. გააგრძელეთ კითხვა