“სიტის” მცველი დააპატიმრეს “მანჩესტერ სიტის” მცველი ბენჟამინ მენდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პარასკევს, სასამართლოს წინაშე გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით წარდგა.
27 წლის ფეხბურთელს წაუყენეს ბრალი გაუპატიურების 4 ეპიზოდსა და სექსუალური ძალადობის 1 ფაქტთან დაკავშირებით. მსხვერპლები 16 წელზე უფროსი ასაკის ქალები იყვნენ და დანაშაულები ჩადენილი იყო 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტოს პერიოდში.
მორიგი სასამართლო მოსმენა 10 სექტემბერს გაიმართება. ამ დრომდე ფრანგი ციხეში დარჩება.