ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ საკუთარი მომავლის სამ ალტერნატივას ხედავს: ციხეს, სიკვდილს ან მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
"მომავლის სამი ალტერნატივა მაქვს: დაპატიმრება, მოკვლა ან გამარჯვება”, - აღნიშნა ბოლსონარუმ.
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, ბოლსონარუ რეიტინგით ჩამორჩება ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას.