ინგლისელი კაცი, რომელიც კორონავირუსს და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებდა, გარდაიცვალა. მარკუს ბირკსის ამბავს ბრიტანული მედია რეგულარულად აშუქებდა და მის მდგომარეობას საზოგადოებას აცნობდა.
როგორც BBC-ი წერს, პაციენტი ინტერნსიური თერაპის განყოფილებაში აგვისტოს დასაწყისში გადაიყვანეს, თუმცა საბოლოო ჯამში, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და გასულ პარასკევს გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე მისი განწყობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით რადიკალურად იყო შეცვლილი და ყველას მოუწოდებდა აცრისკენ.
"როცა ავად არ ხარ, ფიქრობ, რომ ვირუსი არასდროს შეგხვდება და უსმენ ანტივაქსერებს. როდესაც გრძნობ, რომ სუნთქვა აღარ შეგიძლია, ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა მსოფლიოში“, - ამბობდა პაციენტი.
ასევე აღნიშნავდა, რომ თავიდან სიმპტომები ძალიან ჰგავდა გრიპს, თუმცა მალე მდგომარეობა დამძიმდა, სუნთქვა აღარ შეეძლო და საავადმყოფოში აღმოჩნდა, ამის გამო კი შოკში იყო, რადგანაც ავად იშვიათად ხდებოდა.
"პირველ რიგში რაც მსურს, მინდა, მთელ ჩემს ოჯახს და ყველა ნაცნობს ვუთხრა, აუცილებლად გაიკეთეთ ვაქცინა. როდესაც მე ნებას დამრთავენ, რა თქმა უნდა, მივიღებ მას“, - ამბობდა მარკუს ბირკსი.