ავტორი:

"რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80% სკოლებში აცრილი უნდა იყოს" - რას აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით

"რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80% სკოლებში აცრილი უნდა იყოს" - რას აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით

"საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80% სკოლებში აცრილი უნდა იყოს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების საკითხზე იმსჯელებს.

"ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლების ვაქცინაცია. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80% სკოლებში აცრილი უნდა იყოს. განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებული იყოს.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებას, ამის თაობაზე ჯერ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ხვალ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და მათ შორის ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგები მოგვცემენ“, - განაცხადა დავითაშვილმა.