ავტორი:

"ქაბულის ქუჩები სავსეა შეიარაღებული 9-10 წლის ბიჭებით...  ქალები არ გაუროზგავთ, არც სიკვდილით დაუსჯიათ, უბრალოდ, ჯერ შინ გაუშვეს" - რას ჰყვება ავღანელი ჟურნალისტი?

"ქაბულის ქუჩები სავსეა შეიარაღებული 9-10 წლის ბიჭებით...  ქალები არ გაუროზგავთ, არც სიკვდილით დაუსჯიათ, უბრალოდ, ჯერ შინ გაუშვეს" - რას ჰყვება ავღანელი ჟურნალისტი?

ავღანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნაჯიბულა ქურაიში ბრიტანეთის მოქალაქეა, მაგრამ რამდენიმე ხანია CNN-ის ჯგუფთან ერთად ქაბულში იმყოფება. მისი მომზადებული დოკუმენტური მასალები "თალიბანსა" და ავღანელთა ყოფაზე არაერთხელ იქცა განხილვის საგნად. "კვირის პალიტრა" მას ქაბულში დაუკავშირდა.

- ქაბულის მოსახლეობის უმეტესობა ცდილობს გააღწიოს ქვეყნიდან. ისინი, ვისაც აეროპორტში მისვლა ან სხვა ზომების მიღება დააგვიანდა, სახლებში ჩაიკეტნენ, ზოგს კი გამბედაობა ჰყოფნის და თალიბების შემოსვლას აპროტესტებს - თუ სიკვდილი გვემუქრება, ღირსეულად მაინც დავიხოცოთო. დაიხურა ბიზნესი, მაღაზიები, ტელერადიოგადაცემები. ქალები ქუჩაში აღარ გამოდიან. კი ამბობენ, რომ მათი უფლებები უნდა დაიცვან და მთავრობაშიც ეპატიჟებიან, მაგრამ შარიათის კანონების დაცვითო... ვიცოდი, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "თალიბანი" აღზევებისთვის ემზადებოდა. CNN-ის ჯგუფის დახმარებით და ჩემი კავშირებით ერთ-ერთ ცნობილ სამხედრო ჟურნალისტ კლარის ვორდთან ერთად იმ პროვინციების დასახლებებში ჩავედით, რომელთაც 2001 წლის შემდეგ და უფრო ადრეც დაჯგუფება აკონტროლებდა. ისინი იქაურობას "თალიბანის ქვეყანას" უწოდებენ.

ავღანელი ვარ, ახლა ლონდონში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს ფესვებთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. პერიოდულად ჩავდივარ ჩემს ქვეყანაში და იქ არსებულ პრობლემებს ვაშუქებ. შესაძლებლობა მქონდა ინტერვიუ ჩამეწერა "თალიბანის" ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგთან, მოლა აბდულ მანა ნიაზისთან, რომელსაც ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ჰერათის პროვინციაში თავს დაესხნენ და რამდენიმე დღის წინ ქაბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ავღანეთი მალე დაუბრუნდებოდა ღირსეულ ცხოვრებას. კოალიციის ძალების გასვლის შემდეგ ყველა ელოდა ცვლილებებს, თუმცა ასე ელვისებურს - არა. ამერიკამ წლების განმავლობაში აქ რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი ჩადო, მაგრამ ჩემს დოკუმენტურ ფილმებში კარგად ჩანს, რომ ქაბულისა და რამდენიმე პროვინციის გარდა, ავღანეთში არაფერი შეცვლილა. ამერიკელი მაღალჩინოსნები კი ხშირად აცხადებდნენ, რომ ავღანეთს დამოუკიდებლად ცხოვრების ყველა რესურსი აქვს და სამუდამოდ აქ ვერ დარჩებოდნენ. სწორედ ამას ელოდა "თალიბანიც". როდესაც დაჯგუფების ლიდერებს ვეკითხებოდი, წავიდოდნენ თუ არა ომის დასრულების შეთანხმებაზე, მოკლედ მპასუხობდნენ - "არა". ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ავღანეთს ამერიკელები დატოვებენო. ომი, რომელსაც მოგებული არა ჰყავს, არასდროს დასრულდება - ავღანეთში ახალი სამოქალაქო ომი გარდაუვალია.

- როგორ განვითარდება პროცესები?

- სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიწყება შიდა განხეთქილება. "თალიბანის" გარდა, აქ არის სხვადასხვა დაჯგუფებაც, მათ შორის აი-სი-სი. 20 წლის შემდეგ "თალიბანის" დაბრუნებაში ძალიან დიდია ხელისუფლების წვლილი. მოსახლეობა გააბოროტეს. საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობასა და ჰუმანიტარულ პროგრამებს თუ არ ჩავთვლით, სახელმწიფო არაფერს აკეთებდა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. როგორც გითხარით, ამერიკის ხელმძღვანელობამ მილიარდობით დოლარი ჩადო ამ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მაზარი-შარიფში კი მდინარეზე ნავით გადაგვიყვანეს, რადგან ხიდი არ იყო. საერთაშორისო ორგანიზაციის კონტროლის გარეშე გამართულად ერთი ჰოსპიტალიც არ მუშაობდა. მოსახლეობა ხედავდა, როგორ მდიდრდებოდა ელიტა, პროვინციებში კი "თალიბანის" მმართველობა იყო. ელიტა ამერიკელებთან ერთად ნარკოტიკის მწარმოებელ ქარხნებს ანადგურებდა, იმავდროულად კი მსხვილი პარტიების რეალიზაციაში მონაწილეობდა, ყაყაჩოს პლანტაციების პატრონებსა და თალიბებს ურიგდებოდა, რომ მათ ნარკოტიკის უსაფრთხო რეალიზაციისთვის დერეფნები გაეკეთებინათ საქონლის ბაზარზე გასატანად. გააგრძელეთ კითხვა