ავტორი:

"უმეტესი ექიმი აუცრელია! ჩემი რჩევა იქნება, მათ მიხედოთ... უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო..." - სალომე გოგიაშვილი

"უმეტესი ექიმი აუცრელია! ჩემი რჩევა იქნება, მათ მიხედოთ... უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო..."  - სალომე გოგიაშვილი

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ სკეპტიკურ განწყობებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში არსებული პრობლემის შესახებ წერს.

გოგიაშვილის აზრით, ვაქცინაციისადმი უნდობლობას თავად ექიმები თესავენ.

"ვიცი, ყველას გული გვერევა უკვე ამ თემაზე საუბრით, მაგრამ უმეტესი ექიმი აუცრელია!!!! ჩემი რჩევა იქნება, მათ მიხედოთ რომ სხედან სამსახურში და თავიანთ პაციენტებს აშინებენ, ვითომ ჩუმად რომ ეუბნებიან არ აიცრათო...

უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, სიკვდილს?!

მოკლედ, მე პირადად, სხვანაირად წავიყვანდი ამ ყველაფერს. დიდი რეფორმაა საჭირო ჯანდაცვაში, 2 კაცით შორს ვერ წახვალთ ... ვინმე დაიყენეთ აზრზე მოსული, რომ თქვენც გაგიადვილდეთ და ჩვენც ცხოვრება", - წერს სალომე გოგიაშვილი.