ავტორი:

"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა

"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, 45 წლის ქალბატონს იამზე დიასამიძეს მე-13 შვილი - ანდრია შეეძინა. ივანაძეების ოჯახს უკვე 8 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავთ. მათ შორის ყველაზე უფროსი 28 წლისაა. ქალბატონი იამზე 4 გზის ბებიაცაა. Ambebi.ge დაინტერესდა როგორც ცხოვრობს 13-შვილიანი ოჯახი, ამიტომაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრებ გმირ დედას იამზე დიასამიძეს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ იამზეს ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა.

- ქალბატონო იამზე, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?

- რა გითხრათ, ვცხოვრობთ სოფელ კვირიკეში, ახლახან მე-13 ბავშვი გავაჩინე, პატარა ანდრია დროებით კლინიკაში რჩება, რადგან დღენაკლული დაიბადა. დიდად დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, თუმცა გაგვქონდა თავი.

- როგორც გავიგეთ, საცხოვრებელი სახლის შესაძენად ვალი აიღეთ, თანხა კი დასაფარი გაქვთ...

- დიახ, ხუთი წლის წინ სახლი შევიძინეთ, ნახევარი თანხა გადახდილი გვაქვს, თუმცა დაახლოებით 4000 დოლარი კიდევ გვჭირდება, რომ სახლის ვალი სრულად დავფაროთ.

- თქვენი შვილები რა ასაკის არიან?

- უფროსი შვილი 28 წლის არის, უცროსი კი სულ ახალხან დაიბადა, როგორც იცით. ამ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი შვილი მყავს სკოლის მოსწვალე, დანარჩენები უფროსები არიან. მინდა, რომ ორ ქალიშვილს პროფესიულ სასწავლებელში ჩავაბარებინო, რათა რაიმე პროფესია ჰქონდეთ. სოციალურად დაუცველები ვართ, დახმარებას ვღებულობთ, რაც ცხადია, საკმარისი არ არის. ამდენ ბავშვს მოვლა-პატრონობა, განათლების მიღება და სხვა ბევრი რამ სჭირდება, რის საშუალებაც არ გვაქვს. ახლა კი ამდენ პრობლემასთან სულ მარტო დავრჩი. ჩემი მეუღლე ერთი თვის წინ, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროსადენს წამოედო, რამაც ჩემი ქმარი იმსხვერპლა. დენის დარტყმის შედეგად დავკარგე მეუღლე, ოჯახის მარჩენალი, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებს.

"ენერგი პრო ჯორჯიასთან" პრეტენზიები გვაქვს, რადგან ელექტროსადენები არ არის უსაფრთხოდ განთავსებული, იმდენად დაბლაა გაჭიმული, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ჩემი ქმრის ტრაგიკულად დაღუპვაზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარის გამო ძალიან ვნერვიულობ, ამიტომაც დამეწყო ნაადრევად მშობიარობა.

პასუხს ვითხოვთ "ენერგი პრო ჯორჯიასგან", განცხადებითაც მივმართეთ, მაგრამ არავინ გვყავს, ვინც ამ საკითხში იურიდიულად დაგვეხმარება.

აქვე გთავაზობთ საბანკო რეკივიზიტებს, დავეხმაროთ ქალბატონ იამზეს გაუმკლავდეს სოციალურ პრობლემებს:

სს "ლიბერთი ბანკი"

ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE08LB0211190690923000

მიმღები: იამზე დიასამიძე