ავტორი:

ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზეა, მათგან ერთი - 29 დღის ჩვილია

ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზეა, მათგან ერთი - 29 დღის ჩვილია

ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ერთი 29 დღის ჩვილია.

როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ აღნიშნა, რეანიმაციაში 24 პაციენტია, აქედან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ერთი 29 დღის ჩვილია, რომელიც დაუნის სინდრომით, ახალშობილთა სეფსისით და რესპირატორული დისტრესის და გულის მანკის გამო, გადაყვანილია მართვით სუნთვაზე უკვე ერთი კვირაა. კიდევ ერთი პაციენტია მძიმე მდგომარეობაში, დაინტუბირებული ჩამოვიდა ბათუმიდან, მასაც აქვს ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, რესპირატორული დისტრესი. ყოველივე ამის გამო, მმართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - აღნიშნავს მაია ჩხაიძე.