ავტორი:

"ვაქცინოლოგიის ისტორიაში რისკის აღმოჩენა 6 თვეს არ გასცდენია..." - რას პასუხობს ეპიდემიოლოგი გიორგი კანდელაკის სკანდალურ თეორიას

"ვაქცინოლოგიის ისტორიაში რისკის აღმოჩენა 6 თვეს არ გასცდენია..." - რას პასუხობს ეპიდემიოლოგი გიორგი კანდელაკის სკანდალურ თეორიას

ეპიდემიოლოგი თამრიკო კვარცხავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის მიერ რამდენიმე დღის წინ ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების (ADE) შესახებ წამოყენებულ თეორიასთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია, კოლეგების კვალდაკვალ, მორიგ განმარტებას აქვეყნებს:

"ვამატებ სათაურს: არ გაქვს მონაცემი, არ გაქვს რისკი!

ეხლა რატომ?

გასაგები რომ იყოს აცრის შედეგად განვითარებული რისკის შეფასების პროცესი, ვეცდები მარტივად ავხსნა დასაწყისი. შესაძლო (თეორიული!) რისკის შეფასების დასაწყებად საჭიროა რეპორტი, რომელიც უნდა შეიცავს შემდეგ 4 მინიმუმ მონაცემს/კრიტერიუმს (!):

1. რეალურ პაციენტს2. ვაქცინას3. გვერდითი მოვლენას, რომელიც უკვე განვითარდა წარსულში ამ ვაქცინით აცრის შემდეგ4. რეალურ რეპორტიორს, რიმელიც შეიძლება იყოს მკურნალი ექიმი, თვითონ პაციენტი, პერსონალი აცრის ცენტრიდან, ინვესტიგეიტორი.

დავიწყოთ! გ. კანდელაკის ტექსტიდან რომელი მონაცემი გვაქვს და რომელი არა? (თუ გამომრჩა, შემახსენეთ):

1. პაციენტი? - არა2. ვაქცინა? - კი3. გვერდითი მოვლენა? - არა (არ განვითარებულა აცრის შემდეგ)4. რეპორტიორი? - არაიცით

კიდევ საიდან ვიცი, მაინცდამაინც საქართველოში რომ არ ვეძებო? აღმოჩენები ქვეყნდება და პერიოდულად ანალიზის განხილვასაც ვესწრებით. ასე აღმოვაჩინეთ ანაფილაქსია, როგორც რისკი მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ. ასე რომ სისტემას შეგიძლიათ ენდოთ.

მოკლედ მინიმუმ 4 კრიტერიუმიდან 3 გვაკლია. სანამ პირველ რეპორტს არ მიიღებს ერთი რომელიმე გლობალური მონაცემთა ბაზა The case is dismissed. ქეისი დახურულია.

ვაზუსტებ: დასავლეთში რეპორტირება და მთელი პროცესი მკაცრად რეგულირებულია. მაგ. ამერიკაში ექიმიც და მწარმოებელიც ვალდებულია რეპორტი FDA-ს გაუგზავნოს მკაცრად გაწერილ ვადებში სპეციალური ფორმის შევსებით. ფაიზერის ვაქცინაზე მონაცემი გროვდება და ანალიზი მიდის რამდენიმე ბაზაში ერთდროულად (FDA, EMA, MHRA (UK) და ა.შ.). ასეულობით მილიონი უკვე აიცრა და კოლოსალური მოცულობის მონაცემები დაგროვდება 9 თვეში.

ის, რასაც კოლეგები აქამდე განიხილავდნენ, იყო მხოლოდ შესაძლო მექანიზმები და თეორიული შანსები. მორჩა კინო!

P.S. ვაქცინოლოგიის ისტორიაში რისკის აღმოჩენა 6 თვეს არ გასცდენია. ერთი იყო გამონაკლისი ღორის გრიპზე 9-11 თვის შემდეგ. აქ საუბარია მონაცემებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სამეცნიერო კვლევაზე და არა თეორიებზე".