2021 წელს Pfizer, BioNTech, Moderna - ყველა ამ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი სხვა კომპანიების კაპიტალიზაცია 2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოიმატა კომპანიების აქციების ღირებულებამაც.
კორონავირუსის ახალი ვარიანტების გაჩენა ვაქცინებზე მოთხოვნას სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში გააძლიერებს და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ მწარმოებელი კომპანიების ღირებულება ისევ გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე მწარმოებელმა საგანგებო ვიტარებაში ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენების უფლება უკვე მიიღო. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კი Pfizer-ს სრული ავტორიზაცია უკვე მიანიჭა. სრული ავტორიზაციის მოლოდინში სხვა ფარმაცევტული მეგა კომპანიებიც არიან.
იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტულ სფეროში თუნდაც მცირე ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტეთ, ალბათ ეს ყველაზე საუკეთესო პერიოდია.
გთავაზობთ, როგორ შეიცვალა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების აქციის ფასები და კაპიტალიზაცია ერთი წლის განმავლობაში:
Pfizer
Pfizer 2020 წელს გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech– თან გაერთიანდა, რათა COVID-19– ის წინააღმდეგ ვაქცინა შეემუშავებინათ. ეს არის პირველი ვაქცინა, რომელიც აშშ - მ ოფიციალურად აღიარა.
Pfizer საფონდო ბირჟაზე კარგად არის პოზიციონირებული ფასების სტაბილური მატებით. სავარაუდოდ, კომპანიის ფასები სულ მცირე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მომატების პერსპექტივით იქნება წარმოდგენილი.
NEW YORK STOCK EXCHANGE -ის მონაცემებით Pfizer -ის აქციის ფასი 47.03 დოლარია, 0,9 %-იანი მატებით. კომპანიის კაპიტალიზაცია კი 262,1 მლრდ დოლარს შეადგენს, წლის დასაწყისში კი კომპანია 205 მლრდ დოლარი ღირდა. ამასთან, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, Pfizer-ის ერთი აქციის ფასი 36.87 დოლარი იყო.
BioNTech
როგორც Pfizer– ის პარტნიორი, ფინანსური რესურსებით, გლობალური წარმოების შესაძლებლობებით და მარეგულირებელი გამოცდილებით კომპანია BioNTech-იც სარგებლობს.
ექსპერტების აზრით, კორონავირუსის ვაქცინა უახლოეს წლებში BioNTech– ის ზრდას ხელს შეუწყობს, ხოლო მისი შემოსავლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად გახდება საჭირო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზები. COVID-19 ვაქცინის გარდა, კომპანიის წამლის მთავარი მიღწევა არის ექსპერიმენტული mRNA თერაპია, რომელიც მელანომას და სხვა სახის სიმსივნეების წინააღმდეგ პრეპარატების შექმნას ისახავს მიზნად. BioNTech– ის წამლების პორტფოლიო ასევე მოიცავს წამლებს, რომლებიც ადრეული სტადიის სიმსივნის რამდენიმე სახეობას ანადგურებს.
NASDAQ GLOBAL SELECT-ის მიხედვით BioNTech– ის ერთი აქციის ფასი მიმდინარე დროისთვის 345 დოლარია, წლის დასაწყისში კი 105,85 დოლარი ღირდა. რაც შეეხება კაპიტალიზაციას, ამ დროისთვის BioNTech-ი 83,6 მლრდ0 დოლარი ღირს, რაც თითქმის 4-ჯერ მეტის 2021 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, მაშინ კომპანის საბაზრო ღირებულება 20,7 მლრდ დოლარს შეადგენდა.
Moderna
Pfizer- ს და BioNTech- ის წარმატებებს კვალდაკვალ მიჰყვა Moderna, რომელმაც მსოფლიოს COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა მალევე წარუდგინა. „მოდერნას“ წარმატება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დამოკიდებულია COVID-19 ვაქცინის მოთხოვნაზე.
2021 წლის ბოლოს Moderna ციტომეგალოვირუსის (CMV) ვაქცინის ტესტირებას დაასრულებს, რაც მის მოგებას უფრო გაზრდის. იგი ასევე გეგმავს დიდი ინვესტიციის ჩადებას შემდგომი გაფართოების მიზნით.
ამ დროისთვის Moderna– ს ერთი აქციის ფასი 370,69 დოლარია, 2021 წლის იანვარში კი 173,16 დოლარი იყო. რაც შეეხება კაპიტალიზაციას, ბოლო 8 თვეში Moderna– ს საბაზრო ღირებულება 41,66 მლრდ დოლარიდან 149,4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. გააგრძელეთ კითხვა