ავტორი:

"ქართველები არიან ჩემი ნათესავები, ჩემი ხალხი, აბა, სიძემ რამე ხომ უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის?!" - რიჩარდ ოგბუნუჯუ

"ქართველები არიან ჩემი ნათესავები, ჩემი ხალხი, აბა, სიძემ რამე ხომ უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის?!" - რიჩარდ ოგბუნუჯუ

თბილისის მერობის კანდიდატი, ნიგერიელი რიჩარდ ოგბუნუჯუ ამბობს, რომ მან იცის რა არის თბილისელთა პრობლემა და შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება. აღნიშნულის შესახებ ოგბუნუჯუმ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" სტუმრობისას ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს (კალაძეზე) უკეთესი საშუალება ვუშველოთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, იმიტომ, რომ მე ვცხოვრობ აქ, როგორც ჩვეულებრივი ქართველი. ქუჩაში მე ფეხით დავდივარ და ვიცი მოსახლეობას რა უნდა, რა უჭირს, ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ხალხი მშიერია, ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ ხალხი მშიერია, უმუშევრები არიან.

ყველაზე დიდი "ვაპროსი", რომელიც არის, რამდენად სანდო მთავრობაა და სანდო ადამიანები არიან. როცა სანდო ადამიანია, ყველაფერი არის სანდო. მე შემიძლია მეტი გავაკეთო (კალაძეზე).

  • კალაძე კაი ადამიანია, მაგრამ მე ვიცი თბილისლების პრობლემები და შემიძლია მათი მოგვარება. მათ უკვე გააკეთეს რამდენიც შეუძლიათ და მე შემიძლია უკეთესად გავაკეთო, რაც მოსახლეობას სჭირდება. მოსახლეობას სჭირდება სამსახური, არ არის სამსახური, არც იმედი არ არის, არც ხვალე არ არის იმედი, არც მომავლის იმედი არ არის. მე შემიძლია ამ პრობლემის მოგვარება.

მე საქართველოში ვარ, მარტო აქაურ პრობლემებზე ვფიქრობ, ქართველები არიან ჩემი ნათესავები, ჩემი ხალხი, აბა, სიძემ რამე ხომ უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის?!" - ამბობს ოგბუნუჯუ.

ცნობისთვის, რიჩარდ ოგბუნუჯუ წლებია, რაც საქართველოში ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე ჰყავს. თბილისის მერობის კანდიდატად ის საარჩევნო სუბიექტმა "ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის და რა კომპანიებს ფლობს ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს? - "თბილისელი შავი ვარ!"