ავტორი:

უნიკალური შენობა გურიაში, რომელიც განადგურების პირასაა - შთამბეჭდავი ნახატებით გადმოცემული გურულების ყოფა (ფოტოები)

უნიკალური შენობა გურიაში, რომელიც განადგურების პირასაა - შთამბეჭდავი ნახატებით გადმოცემული გურულების ყოფა (ფოტოები)

"მიმდინარე წლის აგვისტოში დასვენება ოჯახთან ერთად გურიაში გადავწყვიტე. თავდაპირველად ახლოს მდებარე ტურისტულ ობიექტებს ვათვალიერებდით, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, რამდენიმე დღის შემდეგ კი სურვილი გაგვიჩნდა ისეთი ადგილები მოგვენახულებინა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ნაკლებადაა ცნობილი და შესაბამისად, ბევრი ხალხი არ სტუმრობს“, - აცხადებს ხელოვნებათმცოდნე, ნინო ბარნაბიშვილAllnews-თან საუბრისას.

"ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დიდი სურვილი მქონდა გურიაში არსებული ნაკლებად შესწავლილი კულტურული ობიექტები დამეთვალიერებინა. ამის შესახებ ვესაუბრე მიხეილ ძნელაძეს, რომელიც კარგად იცნობს გურიას.

მან დიდი სიხარულით გაგვიწია დახმარება და გვითხრა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომაში მდებარეობს საბჭოთა პერიოდში აშენებული კლუბი, რომლის მონახულებაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის.

ჩვენც მომდევნო დღესვე მასთან ერთად გავემართეთ სოფელ შრომაში. პირველ შთაბეჭდილება ჩვენზე მწვანეში ჩაფლულმა მთა-გორიანმა სოფელმა მოახდინა, რომლის მსგავსსაც იშვიათად გადააწყდებით. რამდენიმე წუთში მივუახლოვდით კლუბის შენობასაც, რომელიც სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს და დაკელტილია.

თუმცა, როდესაც ადგილობრივი წარმომადგენლებს ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი ვუთხარით, ისინი დიდი სიხარულით დაგვთანხმდნენ შენობის დათვალიერებაზე და მისი ისტორიაც გვიამბეს.

  • გურია, სოფელი შრომა

მინდა გითხრათ, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ გურიის ერთ-ერთ სოფელში ასეთ უნიკალურ და საინტერესო შენობას გადავაწყდებოდი... განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები