ავტორი:

"ვიტალი წავიდა, ძალიან ბევრი იბრძოლა ვიტომ, იწვალა კიდეც, ყველა ორგანომ უმტყუნა..." - რას წერს თამუნა თანდაშვილი

"ვიტალი წავიდა, ძალიან ბევრი იბრძოლა ვიტომ, იწვალა კიდეც, ყველა ორგანომ უმტყუნა..." -  რას წერს თამუნა თანდაშვილი

ინეზა, ვიტალი და მამაო - ისინი კოვიდინფიცირებულები იყვნენ და საზოგადოებამ ავიაკომინიკატორის თამუნა თანდაშვილის წყალობით გაიცნო. ყველა მათგანი რესპუბლიკური საავამდყოფოს რეანიმაციაში ებრძოდნენ ვერაგ ვირუსს. თამუნა ყოველდღიურად სოციალური ქსელის საშუალებით უყვებოდა მკითხველს, როგორ ლოცულობდა მამაო, როგორ ებრძოდა სიკვდილს ინეზა და როგორ დამძიმდა ბატონი ვიტალი, რომელიც ღამით, მისტიურ შავ "მერსედესს" ეძებდა...

თამუნამ, მამაომ და ქალბატონმა ინეზამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაცია გამოჯანმრთელებულებმა დატოვეს. დღეს კი სოციალურ ქსელში თამუნამ დაწერა, რომ მათი პალატის მეოთხე მებრძოლმა კოვიდი ვერ დაამარცხა და გარდაიცვალა...

"ვიტალი წავიდა, ძალიან ბევრი იბრძოლა ვიტომ, იწვალა კიდეც, ყველა ორგანომ უმტყუნა.

მედგრად იდგა დიდი ხანი სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე... შენი მერსედესი გიპოვნია მეგობარო, შავი მანქანა, მერსედესი მომპარეს! კი ვიტო, გიმალავდით და ვეძებდით.. არ გვემეტებოდი... ჩვენ ხომ ვიცით რეანიმაციის ტრანსპორტი როგორია....

ვიტო ყოველდღიურ 76,78,79 კოვიდსიკვდილის სტატისტიკაში რიცხვად და ციფრად არ წავიდა.

ვიტოს წასვლას მისთვის უცნობი ადამიანები იტირებენ და დამწუხრდებიან...

მებრძოლად წავიდა. მის სულზე სანადიროდ რაზმები მოდიოდნენ რეანიმაციის ბრძოლის ველზე, მშვილდისრიანი ანგელოზები დარაჯობდნენ ტატუებიან, ცისფერთვალება თბილისელ სომეხს, დარბაისელს...

"ცივი წყალი" არ მოაკლეს ექთნებმა დღეში ასჯერ. უკმაყოფილო არ წავიდა... ყოველ დღე გიგზავნიდი ვიტო ტკბილებს, საჩუქრებს, არ მიმიტოვებიხარ გვერძე ოთახშიც...

უბრალოდ ბრძოლის ველზე დაეცა მებრძოლი, მამაცი ვიტო. ინეზა გამომიტყდა ჩუმად იმიტომ იყო რომ დავაქოქოლეო... ჟამი ქანისნა ელი ვიტოჯან! ჩვენ გულში ცოცხლობ შენიჭირიმე... მე, ინეზა, მამაო და ვიტალი... ავიცრათ გადასარჩენად", - წერს თამუნა სოციალურ ქსელში.

კოვიდინფიცირებულ თანაპალატელზე ორი კვირის წინ თამუნა თანდაშვილი წერდა...

„გუშინ ვიტალი ალაპარაკდა, მაგრამ უცბათვე დამძიმდა...

- შავი მერსედესი დავაყენე და მომპარეს, მომაძებნინეთ! ...

რა გვეთქვა? ვეძებდით მისტიურად მთელი ღამე ვიტალის მერსედესს.

- ცივი წყალი, "ჩაი პაჟალუსტა", "გძე მოი ჩორნი მერსედეს?! " - ასე ჩაიარა ღამემ რთულად.

ძალიან ბევრ პაციენტს ერევა ცნობიერება, ჩვენ ყველას გვქონდა ეს... რა დამპალი ვირუსია, ტვინთან გაომებს, თავს გაკარგინებს, იდენტობას. რომ მერე ეძებო ვინ ხარ საიდან მოხვედი და გინდა თუ არა რომ დარჩე, თუ დარჩები- ვინ იქნები? როგორი?

გემო არ გაქვს, სუნი არაფერს გახსენებს, დაკარგე მაგას დაეძებ? არა...

ვიტო გვერდზე გადავიდა, დამძიმდა და ნანა ექიმმა სნაიპერივით აიყვანა უფრო მეტ კონტროლზე….“