ავტორი:

მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა - დაშავებული პოლონელი და უკრაინელი ტურისტები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა - დაშავებული პოლონელი და უკრაინელი ტურისტები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა, კომპანიამ კი ისინი ყაზბეგიდან ვერტმფრენით გამოიყვანა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც მთამსვლელების ჯგუფი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ჯგუფის 5 წევრი დაშავდა. დაშავებულთა შორის პოლონელი და უკრაინელი ტურისტები არიან.