ავტორი:

"დედა რომ ნებას მაძლევდეს, შემიძლია მთელი დღეები და ღამეები ვიკითხო" - გაიცანით, კითხვაზე შეყვარებული ქართველი გოგონა, რომელმაც 100 თვის დაბადების დღე 100 წაკითხული წიგნით აღნიშნა

"დედა რომ ნებას მაძლევდეს, შემიძლია მთელი დღეები და ღამეები ვიკითხო" - გაიცანით, კითხვაზე შეყვარებული ქართველი გოგონა, რომელმაც 100 თვის დაბადების დღე 100 წაკითხული წიგნით აღნიშნა

ანა მარი კიპაროიძე 8 წლისაა. თუმცა თუ ასაკს ჰკითხავთ, გიპასუხებთ, რომ 100 თვისაა და 100 წიგნი აქვს წაკითხული. ცოტა ხნის წინ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ 26 აგვისტოს 100 თვის ხდებოდა და გადაწყვიტა, ეს დღე 100 წაკითხული წიგნით აღენიშნა.

რატომ წიგნებით? იმიტომ, რომ, როგორც თვითონ ამბობს, კითხვაზე გიჟდება. რომ გადაითვალა, 100 თვის დაბადების დღემდე 16 დღე იყო დარჩენილი, 100 წაკითხულ წიგნამდე კი – 14 წასაკითხი წიგნი. საკუთარი თავისთვის დადებული ეს გამოწვევა ძალიან სახალისო აღმოჩნდა. მეასე წიგნი წინა საღამოს დაასრულა და 100 თვის დაბადების დღეს მართლაც სვეტად აშენებული 100 წიგნით შეხვდა.

როგორც ანა მარის დედა, ნანიკო მღებრიშვილი mshoblebi.ge-ს უყვება, გოგონას წიგნები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ მათ მიმართ განსაკუთრებული სიყვარული 6 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც დიდტანიანი წიგნების დამოუკიდებლად წაკითხვა დაიწყო. ამ პერიოდში "აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლაში დაიწყო სიარული, სადაც ლიტერატურის მასწავლებელი ურჩევდა, რომელი წიგნები წაეკითხა და ყოველ შეხვედრაზე წაკითხულ მასალაზე მსჯელობდნენ. მას შემდეგ ანა მარი წიგნის გარეშე აღარსად დადის, კითხულობს ყველგან და ყოველთვის, წაკითხული წიგნებით კი ყველაზე მეტად ამაყობს.

"კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს. კითხვის დროს ვერაფერს ვიგებ, გარშემო რა ხდება. დედა რომ ნებას მაძლევდეს, შემიძლია მთელი დღეები და ღამეები ვიკითხო. როცა დავდივარ და როცა ვჭამ, მაშინაც ვკითხულობ. ძილის წინ დედა შუქს რომ მიქრობს ხოლმე ოთახში, ლამპიონის შუქზე ჩუმად ვკითხულობ. მაინტერესებს, მერე რა მოხდება და წიგნს ვერ ვდებ. პირველი წიგნი, რომელიც ძალიან მომეწონა, ასტრიდ ლინდგრენის "ყაჩაღის ასული რონია“ იყო. განაგრძეთ კითხვა