ავტორი:

"სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ..." - მილიონერი დეპუტატის გეგმები და ქონებრივი დეკლარაცია

"სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ..." - მილიონერი დეპუტატის გეგმები და ქონებრივი დეკლარაცია

პარლამენტარი ნინო წილოსანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, წარწერით: "ე.ი. სოფელში რომ დავსახლდები, საქმიანობას წამოვიწყებ, ბევრს ვიშრომებ, კარგად გავმართავ ჩემს წამოწყებას, ჩემს ნაშრომს რეალიზაციას გავუკეთებ, გავაფართოვებ საქმეს, სხვა ქალებსაც ავიყოლიებ და ბევრნი გავხდებით... მერე კი ვიტყვი ნამდვილ წარმატებას მივაღწიე-თქო!"

საინტერესოა, რომ ბიზნემსენ ბადრი წილოსანის დეპუტატ ქალიშვილს მედია ხშირად მოიხსენიებს მილიონერად და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანად.

2021 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წილოსანი ფლობს თბილისში ორი არასაცხორებელი ფართის წილებს; დედაქალაქში მდებარე ორ ბინას; ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს ურეკში. ამასთან, მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი Toyota. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 2 786 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 30 000 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე 2020 წელს - 54 871 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, წილოსანი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა, ისინი მართვის უფლებით სხვა პირზე აქვს გადაცემული. წაიკითხეთ სრულად

ამავე დეკლარაციაში მას მოხსენიებული ჰყავს აწ უკვე ყოფილი მეუღლე ვლადიმერ აბულაძე და შეტანილი აქვს მისი ასევე შთამბეჭდავი ქონებაც, თუმცა დღეს დეპუტატი მას უკვე მხოლოდ "შვილების მამად" მოიხსენიებს. წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

"ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ...“ - ამბობს დეპუტატი "თბილისელებთან" ინტერვიუში.

ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძესა და პოლიტიკოს ნინო წილოსანს სამი შვილი ჰყავთ.