ავტორი:

"ჩვენი სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას" - ღარიბაშვილი

"ჩვენი სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას" - ღარიბაშვილი

"საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, რის შემდეგაც „არაერთი ხელშესახები რეფორმა განხორციელდა".

"მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ“. მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა.

ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, რაც ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით. ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ არ მოაწერა ხელი. მათ რომ მოეწერათ, ჩვენ დავრჩებოდით. ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა, რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.