იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით, ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია არის „ნიკანორ მელიასთვის გადამგდარი ყოფილი პრემიერი“ და მასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული შეფასების გაკეთებას არ აპირებს.
„მე სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებდი, ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა, ეს ბუნებრივი მათ არ გამოუვათ. კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. მას აქვს კონკრეტული დავალება, თუმცა ეს დავალება შესრულებადი არ არის. იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მიიღეს. დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძეს და გახარიას შორის. საუბრის ერთადერთი თემა იყო ის, რომ გახარია მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზე კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.