ავტორი:

"ჯერ არნახული ობგუნუჯუ არჩევნები იქნება..." - რას წერს გია ხუხაშვილი მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის გახარიაც იბრძოლებს?

"ჯერ არნახული ობგუნუჯუ არჩევნები იქნება..." - რას წერს გია ხუხაშვილი მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის გახარიაც იბრძოლებს?

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ექსპრემიერი გიორგი გახარიაც იბრძოლებს, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ ზოგადად მომავალი არჩევნებისადმი ინტერესი ერთიორად გაიზარდა.

"ჯერ არნახული ობგუნუჯუ არჩევნები იქნება..." - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექსპერტი გია ხუხაშვილი და იქვე მოკლე პოლიტიკურ პროგნოზსაც აკეთებს:

"არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კალაძე მეორე ტურში ვერ გავიდეს.

რატომ?

მელიას ყავს სტაბილური ამომრჩეველი.ქართული ოცნების+სამობილიზაციო ამომრჩეველში გახარიას მიმღებლობა უფრო მაღალია, ვიდრე კალაძის. ეს ჩანს პერსონალურ რეიტინგებში.ასე რომ…"