ავტორი:

"ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან - "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი გახდი გახარია!" - ირაკლი ზარქუა

"ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან - "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი გახდი გახარია!" - ირაკლი ზარქუა

"ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან - არაფერში ეს არ წერია, "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი გახდი გახარია!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას იყოს თბილისის მერობის კანდიდატი.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, გახარიამ იცის, რომ გამარჯვების თეორიული შანსიც არ აქვს და წაგებულ ომში შედის, შესაბამისად, მისი ამოცანა მხოლოდ ის არის კალაძეს ხმები დააკლოს და "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურში გაიყვანოს.

"ჩემთვის გახარია არის ძალიან დიდი იმედგაცრუება. თქვენს წინაშე ვდგავარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ თვეების განმავლობაში მაქსიმალურად თავი ამერიდებინა, რომ მის წინააღმდეგ განცხადება გამეკეთებინა. ჩემი თანაგუნდელები მას უყენებდნენ პრეტენზიებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე, არ მეჯერა - გულწრფელად გეტყვით და აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.

ზუსტად იცის გახარიამ, კახისთან ბრძოლაში თეორიული შანსიც არ გააჩნია, ზუსტად იცის, სამწუხარო რეალობაა ასეთი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტს ვერ აიღებს და რა გამოდის? უბრალოდ მავნებლობს. ის განცხადება როცა თქვა, რომ კახა უალტერნატივოა და მის კონკურენტად ყოფნაზე უარს ამბობს, ახლა შეცვალა, ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა.

ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, დედაქალაქში თეორიული შანსიც არ აქვს, რომ გაიმარჯვოს, უფრო მეტიც, არც იმის შანსი აქვს, მეორე ტურში გადავიდეს, ერთადერთი მისი ამოცანა და დაკვეთა, როგორც ვლინდება არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი შეუწყოს იმაში, რომ კახი კალაძემ ქულები დაკარგოს. არ გამოუვა, გამორიცხულია, კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს, შეიძლება 60%- ით არა, 55 პროცენტით, მაგრამ ამან გახარიას კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი. ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, ეს არაფერში არ წერია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან.

არასწორი ნაბიჯი გადადგი, წაგებულ ომში შეხვედი, თეორიული შანსიც რომ არ გაქვს რომ მოიგებ და მაინც შედიხარ ამ ბრძოლაში, ერთადერთი მიზანი და ამოცანა ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" ქულები დააკარგინო შენი ჭკუით და "ნაციონალური მოძრაობა" გაიყვანო მეორე ტურში. მე ამის არ მჯეროდა, მაგრამ გუშინდელი შენი ნაბიჯით ნიღაბი ჩამოგეხსნა. მე პირდად მზად ვარ, სადაც გინდა, რომელ ეთერშიც გინდა, დავჯდეთ დებატებში, თუ გინდა შენს „მთავარ არხზე“, იქ გეტყვი სათქმელს და შენც მოგისმენ, რა გაქვს სათმელი, არასწორი ნაბიჯია, არაფერში არ წერია, "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი გახდი ჩემდა სამწუხაროდ,"- განაცხადა ზარქუამ.