ტროპიკული ქარიშხალი "იდასგან“ გამოწვეული კოკისპირული წვიმის შედეგად აშშ-ის ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში მინიმუმ 9 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, სტიქიას ნიუ-იორკში შვიდი, ნიუ-ჯერსიში კი ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 2 წლის ბავშვიცაა.
ძლიერმა ქარიშხალმა აღნიშნულ შტატებში ძლიერი წვიმა, უხვმა ნალექმა კი - წყალდიდობა გამოიწვია და გზებზე სახიფათო მდგომარეობა შექმნა.
მოძრაობა შეწყდა ქალაქ ნიუ-იორკის მეტროს თითქმის ყველა ხაზზე, შეჩერდა ნიუ-ჯერსის სატრანზიტო სარკინიგზო მომსახურება.
შექმნილი მდგომარეობის გამო ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.