ავტორი:

პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - დეკლარაციის თანახმად, რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში?

პრემიერის მე-3 ვაჟი - გაბრიელი პირველკლასელია - დეკლარაციის თანახმად, რა თანხას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი შვილების განათლებაში?

"გაბრიელი პირველ კლასში“ - ამ წარწერით ფოტოებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პრემიერის ორი შვილი გაკვეთილებს დისტანციურად ესწრება.

პანდემიის გამო უკვე მეორე წელია, რაც სკოლის მოსწავლეებს უჩვეულო გარემოში, დისტანციურად უწევთ სწავლა. კერძო სკოლების ნაწილში სწავლა უკვე დაიწყო. მათგან უმცროსკლასელები დისტანციურად სწავლობენ, უფროსკლასელები კი სკოლის მერხებს მიუსხდნენ.

პრემიერ - მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს. უფროსი ნიკოლოზი, 16 წლის არის, ანდრია - 11. გაბრიელი მესამე შვილია, რომელიც წყვილს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, 2015 წელს შეეძინა. მეოთხე შვილი, გოგონა, ნინო კი 2016 წელს, როდესაც ღარიბაშვილი დროებით პოლიტიკას ჩამოშორდა.

გაბრიელ ღარიბაშვილის ნათლიები არიან საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და ბერა ივანიშვილი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ვკითხულობთ, 2020 წელს ნუნუკა თამაზაშვილმა ნიკოლოზ ღარიბაშვილის სწავლის საფასური 24000 ლარი გადაიხადა.

2019-2020 წლებში ანდრია, გაბრიელ და ნინო ღარიბაშვილების სწავლის საფასურმა 16 977 ლარს შეადგინა.

ღარიბაშვილი-თამაზაშვილის წყვილი ხშირად იღებს ოჯახურ ფოტოებს. ასევე ერთგვარი ტრადიცია აქვთ საახალწლო ფოტოების, რომლის საშუალებითაც ქვეყნის მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავენ.