ავტორი:

"12 წლის პაციენტი მიყვება, კოვიდმა ორივე ბებია მომიკლა 1 კვირის წინო, ენით აღუწერელი ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს ირგვლივ... გთხოვთ, აიცერით" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

"12 წლის პაციენტი მიყვება, კოვიდმა ორივე ბებია მომიკლა 1 კვირის წინო, ენით აღუწერელი ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს ირგვლივ... გთხოვთ, აიცერით" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

"12 წლის პაციენტი და მისი ოჯახი მიყვება ახლა, კოვიდმა ორივე ბებია მომიკლაო 1 კვირის წინო, ენით აღუწერელი ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს ირგვლივ" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და საზოგადოებას რამდენიმე პოსტით ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"ერთი ცნობილი უცხოელი ჟურნალისტი ანტივაქსერებს მიმართავდა, რომ თქვენ სრულად დაგავიწყდათ ერთი მარტივი ამბავიო, ბუნებას უნდა ადამიანმა 30-50 წელი იცოცხლოსო, ესეა ქვეყნიერება მოწყობილიო. ერთადერთი ამას რაც ხელს უშლის, მედიცინა და ვაქცინაციაოო. ასე რომ, თუ გინდა მშვიდად და ბედნიერად გაატარო დარჩენილი სოცოცხლის წლები, წადი და აიცერი!

"აუცრელს 5X მეტი შანსი აქვს დაემართოს კოვიდი ვიდრე აცრილს! აუცრელს 29X მეტი შანსი აქვს მოხვდეს კლინიკაში ვიდრე აცრილს!ციფრები არ ტყუიან!"

"12 წლის ჩემი პაციენტი და მისი ოჯახი მიყვება ეხლა, კოვიდმა ორივე ბებია მომიკლაო 1 კვირის წინო ენით აღუწერელი ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს ირგვლივ. გთხოვ, აიცერი და შეაჩერე სიკვდილთან თამაში!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, კორონავირუსს ბოლო დღე-ღამეში 81 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 7 563 ადამიანი გარდაიცვალა.