ავტორი:

44 გარდაცვლილი, უშუქოდ დარჩენილი ათასობით მოქალაქე და წყალდიდობა - აშშ-ში ქარიშხალ "იდას" შედეგებს ებრძვიან

44 გარდაცვლილი, უშუქოდ დარჩენილი ათასობით მოქალაქე და წყალდიდობა - აშშ-ში ქარიშხალ "იდას" შედეგებს ებრძვიან

აშშ-ის ოთხ შტატში ქარიშხალი „იდას“ შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წყალდიდობამ მინიმუმ 44 ადამიანი იმსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიასა და კონექტიკუტში წყალმა ქუჩები, სახლები, მეტროპოლიტენის ხაზები დატბორა, ავტომობილები წაიღო და ავიაკომპანიები აიძულა, რეისები გადაედოთ. ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კლიმატის კრიზისის დასაძლევად "ისტორიული ინვესტიციაა" საჭირო. მისი თქმით, უპრეცედენტო წყალდიდობა, ისევე როგორც ქარიშხალი „იდა“ და ტყის ხანძრები "კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ კლიმატის კრიზისის უკიდურესი შტორმები აქვეა".

პრეზიდენტი დღეს ლუიზიანას ეწვევა, რათა შეაფასოს, რა კეთდება შტატის დასახმარებლად.