ავტორი:

"დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, სისხლის კიბოს ნაირსახეობა..." - რა მიმართვას ავრცელებს ლევან ვასაძე

"დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, სისხლის კიბოს ნაირსახეობა..." - რა მიმართვას ავრცელებს ლევან ვასაძე

პარტია "ერის" ლიდერი ლევან ვასაძე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს:

"ჩემი მკურნალობა უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც, რაც არის უკვე სისხლის კიბოს ნაირსახეობა. ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი ბევრად უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბო", - ამბობს ლევან ვასაძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

"ერის" ლიდერი ვარაუდობს, რომ ეს დაავადებები მის შემთხვევაში ხელოვნურად არის გამოწვეული.

"ეს მონათესავე დაავადებებია, ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან უცნაურია მათი წარმოქმნაცა და მიმდინარეობაც, სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში ასე მოკლე ვადებში...როგორც ჩემი მკურნალი ექიმების კონსილიუმმა ამიხსნა, პირველადი დაავადება არის მიელომა და ამით გამოწვეული მეორადი დაავადება არის ამილოიდოზი. უკვე სამეცნიერო დონეზეც ვეღარ უარვყოფთ, რომ ეს დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს რადიაციული დასხივებითა და ინტოქსიკაციით", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ რუსეთში წავიდა და ამ დროის განმავლობაში ექიმები ვერ ადგენდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე.

ასევე ნახეთ: