მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს! ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის, თუ დადგება ამის საჭიროება, აუცილებლად მივმართავთ მათ, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს იღონებს, რომ მმართველმა ძალამ ევროპულ გზას არ გადაუხვიოს.
კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროკავშირისგან სესხის აღების საჭიროება არ არსებობს.
“პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის, თუ დადგება ამის საჭიროება აუცილებლად მივმართავთ მათ. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს!
თქვენი მცდელობაა, საზოგადოება, რიგითი ადამიანები მოატყუოთ”, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.