ავტორი:

ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების დახმარების კომპონენტით პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან  48 კომპანიამ ისარგებლა

ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების დახმარების კომპონენტით პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან  48 კომპანიამ ისარგებლა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტი, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან „GEclose2EU’’-ს ფარგლებში, ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების დახმარების კომპონენტი დასრულდა. პროექტმა 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო პროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთ აქტივობა, რომელიც პროექტის ბენეფიციარი კომპანიებისთვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მენტორინგის, რჩევებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა. აღნიშულ კომპონენტში მონაწილეობა მიიღო პროექტის, „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ 48 ბენეფიციარმა კომპანიამ შემდეგი სფეროებიდან: არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბიზნეს კონსალტინგი, საბავშვო ტანსაცმელის და სათამაშოების წარმოება. მათთან მივლენილნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტი ( კონსულტანტთა ჯგუფი), რომლებმაც კომპანიის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაიარეს შემდეგი ეტაპები:

  • კომპანიის საჭიროებების, გამოწვევების და შესაძლებლობების შესწავლა;
  • სპეციფიური კვლევა და კონსულტაციები;
  • პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა.

აღნიშნული კომპონენტის შედეგად, კომპანიებმა გამოავლინეს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

NS