თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის დებატებში მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატთან. ამასთანავე, როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის ამ მხრივ გიორგი გახარია და თუნდაც ნიკა მელია არაფრით განსხვავდება მერობის სხვა კანდიდატებისგან.
“მე, რა თქმა უნდა, ყველასთან ვაპირებ დებატებს. ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან იგივე მელია რომელიმესგან. ყველასთან იქნება დებატები. მე მზად ვარ ამისთვის. ეს ადამიანები წარმოსდგნენ და შესაბამის პლატფორმაზე გაიმართოს დებატები,“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კონკურენტები - კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.