დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ქალიშვილი, ტატა იმნაძე მეორე შვილის დედა გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტატას და, ლიზი იმნაძე ავრცელებს. ტატა იმნაძეს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ილია დაარქვეს.
"მეორეჯერ დეიდა. ილია კობახიძე 03.09.21", - წერს ლიზი.
ლიზი იმნაძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ულოცავს გახარებულ ბაბუას შვილიშვილის შეძენას.
ცნობისთვის, ტატა იმნაძე გუშინ "ფაიზერის" მეორე დოზით პირდაპირ ეთერში აიცრა. ვიდეოს ლიზი იღებდა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს და თავად "სინოფარმის" ორი დოზით არის აცრილი.