კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ქუთაისის კლინიკა „ბომონდის" ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ტყუპები მართვით სუნთქვაზე არიან და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ცნობისთვის, თბილისში, 2 სექტემბერს, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა.