ავტორი:

ფანჯშირის ხეობაში "თალიბანსა" და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის ბრძოლა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი

ფანჯშირის ხეობაში "თალიბანსა" და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის ბრძოლა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი

ავღანეთის ფანჯშირის ხეობაში „თალიბანსა“ და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია ასობით დაღუპულის შესახებ, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ მათ ხეობა აიღეს. წინააღმდეგობის მოძრაობას მებრძოლები ამ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა რთულია.

"ეჭვგარეშეა, რომ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ არ დავნებდებით, ჩვენ ვიბრძვით ავღანეთისთვის,“ - აცხადებს ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მან BBC-ის გაუგზავნა. სალეჰი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ქვეყანა დატოვა.

ცნობისთვის, ფანჯშირი ავღანეთის ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც „თალიბანი“ ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს. ფანჯშირში წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში უდგას აჰმად მასუდი, რომელიც ცნობილი სარდლის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟია. აჰმად შაჰ მასუდი წარსულში იბრძოდა როგორც საბჭოთა კავშირის ძალების, ასევე „თალიბების“ წინააღმდეგ.