ავტორი:

"ზოგი გაროზგეს, ზოგს შინაპიტიმრობა მიუსაჯეს. ნერვების ომში ვართ, როდის გავტყდებით და ვიტყვით, თქვენი წესებით ვიცხოვრებთო" - როგორ ცხოვრობენ ქალები ავღანეთში, ქვეყნის სათავეში "თალიბანის" მოსვლის შემდეგ

"ზოგი გაროზგეს, ზოგს შინაპიტიმრობა მიუსაჯეს. ნერვების ომში ვართ, როდის გავტყდებით და ვიტყვით, თქვენი წესებით ვიცხოვრებთო" - როგორ ცხოვრობენ ქალები ავღანეთში, ქვეყნის სათავეში "თალიბანის" მოსვლის შემდეგ

როგორია ქალების ცხოვრება ავღანეთში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში "თალიბანი" მოვიდა? ცნობილია, რომ თალიბები, ბოლო ოცი წლის განმავლობაში დევნიდნენ და დაუნდობლად უსწორდებოდნენ ქალებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ბედავდა და "რჯულის კანონის" მიმართ შეურიგებელი იყო.

24 წლის ლატიფა რაიზადა ჰყვება, თუ როგორია ცხოვრება ომში, ავტომატის ლულის პირისპირ, შიმშილის ზღვარზე მისულ ქვეყანაში, სადაც არც წყალი მოდის, არც დენია და აღარც ელემენტარული არსებობისთვის საჭირო პირობები. რაც მთავარია, იმედიც არ ჩანს.

დღეს ცოცხლები ვართ, მაგრამ შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაგვითენდეს, რადგან თალიბები კარდაკარ დადიან, სახლებს ჩხრეკენ

"ყოველდღე ერთმანეთს ვწერთ მესიჯს, თუ საშუალება გვაქვს ვურეკავთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ახლა დევნილობაში ან შინაპატიმრობაში არიან. დღეები ისე გადის, დენი არ არის და მაშინვე ვერ ვპასუხობთ ერთმანეთს. სანამ საპასუხო მესიჯი მოვა, თითქოს საუკუნე გადის. ან სანამ დენი მოვა, რომ ტელეფონი დავმუხტოთ და შევამოწმოთ ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრისგან სიცოცხლის ნიშანი მოვიდა თუ არა... ეს ნერვების ომიც არის, როდის გავტყდებით და ვიტყვით, ჯანდაბას აქ ვართ და რაც გინდათ, ის გვიქენით, როგორც თქვენ გინდათ ისე იყოს, ოღონდ არ დაგვხოცოთ და თანახმა ვართ, თქვენი წესებით ვიცხოვროთო.

"თალიბანის" ავღანეთში ქალებს მხოლოდ შვილების გაჩენის უფლება აქვთ

დღეს ცოცხლები ვართ, მაგრამ შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაგვითენდეს, რადგან თალიბები კარდაკარ დადიან, სახლებს ჩხრეკენ. ის ქალები, ვინც ძალიან აქტიურობდნენ და გაქცევა ვერ მოასწრეს, და თალიბები სახეზეც კი ცნობენ, ზოგი გაროზგეს, ზოგს კი შინაპიტიმრობა ან ქუჩაში, შეზღუდულად, ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად სიარული მიუსაჯეს. თალიბებმა იციან, რომ ეს კანონი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლი ქალების დასამორჩილებლად უებარი წამალი იქნება", - ყვება ლატიფა.

This is how women are being ignored and removed from the society. #Kabul.
pic.twitter.com/AhcAbZLY5B
— Zahra Rahimi (@ZahraSRahimi) September 3, 2021

• რა არის გამოსავალი?

"გამოსავალი ასეთია - სამუდამოდ ვეგუებით "თალიბანის" რეჟიმს, რაც ნიშნავს, რომ ქალები მხოლოდ ლურჯ ბურკებში გახვეული მოსიარულე გვამები იქნებიან. ზოგი, იძულებული იქნება მშობლების, და-ძმის ან ახლობლებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, ახლავე შეეგუოს და "ადრინდელი ცხოვრება მოინანიოს". ზოგი, მათთან ბრძოლაში დაიხოცება, მაგრამ ვიღაცეებს სტიმულს მისცემს და იმედს გაუჩენს. მერე თალიბები მასაც მოკლავენ, თავს მოკვეთენ, ან რაღაც დროის შემდეგ, თავად ოჯახის წევრები ჩაქოლავენ "შარიათის კანონის" გადახვევისთვის. ისე, როგორც ადრე იყო. ასე ვივლით წრეზე, მაგრამ ავღანეთში ცივილიზაცია ვერასდროს შეაღწევს...

ათეულობით ქალმა გააპროტესტა "თალიბანის" რეჟიმი, ისინი მუშაობისა და განათლების უფლებას ითხოვენ, მაგრამ ეს იმიტომ გაბედეს, რომ "თალიბანი" ჯერჯერობით შემწყნარებელია, ძალების გადანაწილებაში არიან. ისინი არაფერს პასუხობენ, რადგან ჯერჯერობით სხვა რამეებით არიან დაკავებული, ცოტა ხანში დალაგდებიან ერთმანეთში და როზგებსაც მოიმარჯვებენ. "თალიბანის" ავღანეთში ქალებს მხოლოდ შვილების გაჩენის უფლება აქვთ.