ავტორი:

"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება..." - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება..." - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

"ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თურმე კორონაც არ გვეკარება. თურმე, გვეკარება, - ამის შესახებ ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მოძღვარმა საღმრთო ლიტურგია თბილისის მახათის მთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. ამონარიდს მამა თეოდორეს ქადაგებიდან "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს:

"რას გვეუბნება ღმერთი?! ნუთუ, იმას, რომ მუშტი ვიბრაგუნოთ გულში და ვთქვათ, რომ აი, ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და ამიტომ ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ერთადერთი ვართ, ჩვენ განუმეორებლები ვართ, ჩვენ არაფერი გვეკარება, არაფრის შიში გვაქვს, ყველაზე ძლიერები, ყველაზე მაგრები, გენეტიკურად ყველაზე სრულყოფილები ვართ და ა.შ. ნუთუ, ამისთვის?! როგორც კი ჩვენს ისტორიას გადავხედავთ წარსულში, უახლოეს წარსულსა და აწმყოში, თუნდაც სულ ახლახან, ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ კორონაც არ გვეკარება - თურმე, გვეკარება! რა უნდა ვისწავლოთ ამისაგან?! ამაზე პასუხი წმიდა წერილშია, მასშიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ასევე, პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებში, რაც ყველამ ვიცით: "მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა" (კორ I. 11,1). წმიდანობის ინსტიტუტი არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ მათი მიბაძვით ქრისტეს ვბაძავთ. ღვთისმშობლისადმი დამოკიდებულება სწორია მაშინ, როდესაც ჩვენ ღვთისმშობელს ვბაძავთ, იმიტომ, რომ მან მიბაძა სამყაროს შემოქმედს სიმდაბლეში, ე.ი. ღვთისმშობლის წილხვედრობა ნიშნავს იმას, რომ უფლის კურთხევითა და ჩვენი წინაპრების შრომით მე ვგებულობ, რომ ჩემი მთავარი საქმე არის სიმდაბლეში ვარჯიში", - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორემ.