ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბებმა“ ქალების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროტესტი ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „თალიბანის“ ძალებმა მომიტინგეებს პრეზიდენტის სასახლისკენ მსვლელობის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, ავღანეთის დედაქალაქში ქალები, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით, საპორტესტო აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ.