ავტორი:

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში 70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი გუშინ სახლიდან საქონლის მოსაძებნად გავიდა და არ დაბრუნებულა.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.