რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება! როგორც არ უნდა იძახონ ზოგიერთებმა მანტრასავით - ,,არ იქნება, არ იქნება“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და ზუგდიდის პარტიული სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რამდენად უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად არა აქვს საკმარისი რესურსი მართოს ქვეყანა ღირსეულად და რამდენად არ ყოფნის რესურსი იმისთვის, რომ უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას - ეკონომიკური იქნება ეს, პანდემიერი იქნება, თუ კიდევ სხვა ბევრი გამოწვევა. ამიტომ როდესაც შენ არ შეგწევს ძალა, ნორმალურად მართო ქვეყანა, ლოგიკურია, რომ რიგგარეშე არჩევნები დადგება დღის წესრიგში!“ - განაცხადა გახარიამ.