ავტორი:

"ყველა, ვინც უკიდურესად მძიმეა, ჩვენთან გადმოჰყავთ" - ციციშვილის კლინიკაში განმარტავენ, რატომ არის მათთან კოვიდინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა

"ყველა, ვინც უკიდურესად მძიმეა, ჩვენთან გადმოჰყავთ" - ციციშვილის კლინიკაში განმარტავენ, რატომ არის მათთან კოვიდინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, თუ რატომ არის მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ბევრი შემთხვევა. როგორც ის აღნიშნავს, ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადასხვა კოვიდკლინიკებიდან გადაჰყავთ უკიდურესად მძიმე პაციენტები.

„დაახლოებით 4-5 დღეში ეწერებიან ისეთი პაციენტები, რომლებიც სხვა განყოფილებაში წვანან და არ არიან მძიმე პაციენტები. რეანიმაციაში მყოფი პაციენტები, ყველა, ვინც მძიმეა, უკიდურესად მძიმეა ან ესაჭიროება სხვა დახმარება, როგორიც არის ქირურგიული ჩარევა, შეიძლება იყოს ტრავმა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ან დიაბეტი ჰქონდეს, სხვა ნევროლოგიური პრობლემა, ასე ხდება რომ სხვა კოვიდ მიმღები კლინიკებიდან ჩვენთან ხდება მათი რეფერირება. გამოდის ისე, რომ ჩვენს რეანიმაციაში თავსდება ყველა მძიმე პაციენტი, სწორედ ამიტომ არის ჩვენთან სიკვდილობა. რამდენადაც მე ვიცი, სხვა კლინიკაში მართვით სუნთქვაზეც არ ჰყავთ პაციენტი“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

მისივე თქმით, მაღალია გამოჯანმრთელების პროცენტიც, ამასთან, დიდია საწოლბრუნვაც, როგორც ის აღნიშნავს, კლინიკაში თავისუფალი ადგილები სწრაფად ივსება.

ცნობისთვის, ციციშვილის კლინიკაში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა.