ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 564 837-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 587 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 514 768.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა - 223, იმერეთი - 336, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 99, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი - 225, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 237 საიდანაც:
7 019 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 041, აჭარაში - 826, იმერეთში - 1 090.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 579 პირი, მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 244, აჭარაში - 42, იმერეთში - 33.
2 415 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 163 - თბილისში, 769 - აჭარაში.
32 803 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 102, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 6 ოქტომბრიდან - 4 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 126 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 452 პირი, აჭარაში - 4 836, იმერეთში - 3 943.