ავტორი:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტი, ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებიდან მალევე შეიყვანეს.

“ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსულუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.