თბილისი-ვენის ავიარეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.
ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებლის, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ვენის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენის დროს ბორბლები არ აეკეცა და ამიტომ დაბრუნდა უკან.
როგორც გაიაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა და ცოტა ხანში ისევ გაფრინდება.
"აფრენის შემდეგ ბორბლები არ აიკეცა, დაჯდნენ შემდეგ უკან და ახლა მალე გაფრინდებიან ისევ“, - განაცხადა გაიაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, აეროპორტში საგანგებო სიტუაცია არ გამოცხადებულა და რეისები შეუფერხებლად სრულდება.